ავტომობილები ჰიბრიდული ძრავებით

მას შემდეგ რაც კარლ ბენცმა და გოტლიბ დაიმლერმა ავტომობილი შექმნეს, კაცობრიობას კიდევ ერთი თავის ტკივილი დაემატა – გარემოს დაბინძურება (მე მაგალითად მაგრად მკიდია). როგორც ყველა საქმეში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა იცის, საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება მავნე აირები, რომლებიც დედას სტირობენ გარემოს. შესაბამისად ჭკვიანი ბიძიები დაჯდნენ (ან დადგნენ) და დაიწყეს ფიქრი თუ როგორ ეშველათ დედაბუნებისთვის. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, მოიგონეს ელექტრომოტორი (ტოესტ, ეგ უკვე მოფიქრებული იყო, მათ უბრალოდ კაპოტქვეშ ჩატენეს).

ჰიბრიდულ ელექტრონული ავტომობილი, ანუ HEV ეს არის შიდაწვის ძრავა + ელექტროძრავა, რომლებთაგანაც ერთი უმეტეს შემთხვევაში ძირითადია, ხოლო მეორე დამატებითი. ესეთი ტიპის მანქანები ძირითადად მსუბუქი ავტომობილების კლასში გვხვდება, თუმცა არსებობენ ჰიბრიდულ ძრავიანი სატვირთო მანქანები და ტრაqტორები . თანამედროვე ელექტროძრავიანი ავტომობილები იყენებენ ტექნოლოგიას სახელწოდებით რეგენერაციული დამუხრუჭება. ეს გულისხმობს შემდეგს: ავტომობილის კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად, რომელიც მუხტავს ელექტრო ბატარეებს, ანუ ავტომობილის ენერგიის წყაროს. ჩვეულებრივ ძრავიან ავტომობილებში კი დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და თუ რა ხდება ე.წ. სამუხრუჭე ხუნდების გადახურებისას, ეს უჩემოდაც იცის მანქანების აზრზე მყოფმა საზოგადოებამ. ზოგიერთი ჰიბრიდული ავტომობილი იყენებს შიდაწვის ძრავას გენერატორის ასამუშავებლად, რომელიც თავის მხრივ გამოიმუშავებს ელექტროდენს ბატარეების დასამუხტად. არსებობს ჰიბრიდული ავტომობილების ტიპები, რომლებიც მფლობელისგან მოითხოვენ დაცლილი ბატარეების შეცვლას (ხარჯიანია, ბლიად ) ან სულაც ე.წ. შტეფსელიდან (როზეტი ჰქვია ქართულად ) დატენვას, როგორც ამ სურათებზეა ნაჩვენები:

ბევრი ელექტრო მოტორიანი ავტომობილი ამცირებს მავნე გამონაბოლქვს, როდესაც მისი კომპიუტერული სისტემა ე.წ. IDLE მდგომარეობისას თისავს შიდაწვის ძრავას და მას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში რთავს. ეს სისტემა ცნობილია როგორც start-stop. ეკოლოგიაზე დადებიტად მოქმედებს ის ფაქტიც რომ ჩვეულებრივი ავტომობილების ძრავებისაგან განსხვავებით, ჰიბრიდული ავტომობილის ძრავები არ “ყლაპავენ” ბევრ ბენზინს, შესაბამისად ნაკლებად მსუბუქდება მფლობელის ჯიბე და ნაკლებად მძიმდება გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა.

ჯერ კიდევ 1900 წელს ფერდინანდ პორშემ (ამ კაცზე რომ არ დავწერო, ჯოჯოხეთში მოვხვდები), შექმნა პირველი ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილი სახელწოდებით Lohner-Porsche Mixte Hybrid. მაგრამ უმადურმა კაცობრიობამ ეს გამოგონება ფეხებზე დაიკიდა და პორშემაც დაიკიდა კაცობრიობა (ჰიტლერს დაუძმაკაცდა). მისი ქმნილება ასე გამოიყურებოდა:

ჰიბრიდულ ავტომობილებს ერთი შეხედვით პიზდეცი ჰქონდათ, რომ არა იაპონური ავტოგიგანტი ტოიოტა. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა პირველი ჰიბრიდული ავტომობილი, რომელმაც დიდი გავრცელება ჰპოვა მსოფლიო მასშტაბით. Toyota Prius, ასე ეწოდება ამ სათამაშოს, რომელიც მზის შუქს 1997 წელს მოევლინა.

ტოიოტა პრიუსის პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 1996 წელს არსებობდა და იგი ასე გამოიყურებოდა:

პირველი თაობის პრიუსი 1997 წელს გამოვიდა. მას კოდური სახელწოდება NHW10 ჰქონდა. ტექნიკური სპეციფიკაციები კი ასე გამოიყურებოდა:

ძარის ტიპი: 4 კარიანი სედანი (კომპაქტური ავტომობილი)
ძრავები: 58 ცხენის ძალიანი ბენზინის და 40 ცხენის ძალიანი ელექტრო

იგი ასე გამოიყურებოდა:

პირველი თაობის პრიუსის განახლება ტოიოტამ 2000 წელს მოახდინა და მას კოდურ სახელ წოდებად NHW11 მიანიჭა. ტექნიკური სპეციფიკაციები:

ძარის ტიპი: 4 კარიანი სედანი (კომპაქტური ავტომობილი)
ძრავები: 70 ცხენის ძალიანი ბენზინის და 44 ცხენის ძალიანი ელექტრო

ვიზუალურად განახლებული პირველი თაობა ასეთი გახლდათ:

მეორე თაობის ტოიოტა პრიუსი 2004 წელს გამოჩნდა. იგი აშშ-ში 2009 წლამდე იწარმოებოდა, იაპონიაში კი ჯერაც არ მოხსნილა საწარმოო ხაზიდან.

ძარის ტიპი: 4 კარიანი სედანი (კომპაქტური ავტომობილი)
ძრავები: 76 ცხენის ძალიანი ბენზინი და 67 ცხენის ძალიანი ელექტრო

მეორე თაობის პრიუსმა გაიარა უსაფრთხოების ტესტები და 5 ვარსკვლავიდან 5 მიიღო მგზავრების უსაფრთხოების თვალსაზრისით და მხოლოდ 2 ვარსკვლავი ფეხით მოსიარულეთა “აკაპოტების” თვალსაზრისით.

მესამე თაობის პრიუსი კოდური სახელწოდებით ZVW30 უკვე დახვეწილი და ჩამოყალიბებული ავტომობილი გახლდათ. იგი ტოიოტამ 2009 წელს წარმოადგინა ჩრდოლოეთ ამერიკის ავტოშოუზე. ტექნიკურად იგი სრულყოფილი ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებდა და კაი გვარიანად აღემატებოდა კონკურენტებს განვითარების დონით. ტექნიკური სპეციფიკაციები:

ძარის ტიპი: 5 კარიანი ჰეჩბექი.
ძრავები: 98 ცხენის ძალიანი, 1.8ლიტრი მოცულობის ბენზინი და 80 ცხენის ძალიანი ელექტრო.

ფოტოებზე იგი საკმაოდ მიმზიდველია:

ამ მოდელმა უსაფრთხოების ტესტებში რასაკვირველია ხუთი ვარსკვლავი დააგროვა.

ტოიოტას გარდა კიდევ აღნიშვნის ღირსია კორპორაცია ჰონდა, რომელმაც 1999 წელს წარმოადგინა თავისი პირველი ჰიბრიდული მოდელი Honda Insight. იგი საშინლად შეუხედავი ავტომობილი გახლდათ და პირველი თაობა ასე გამოიყურებოდა:

მისი გული კი ასე:

მოგვიანებით ჰონდა მიხვდა რომ მისი დიზაინერი დახვრეტის ღირსი იყო და 2010 წელს გამოუშვა მეორე თაობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა პირველისაგან.

სხვა ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილები:

Toyota Highlander Hybrid

Chevrolet Silverado Hybrid

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • dj-guro  On ივნისი 2, 2010 at 8:23 PM

    სერიოზული ნამუშევარია.. საინტერესო ბლოგია.. ჰმ.. მოდი დაგიმატებ. 🙂

    პ.ს. ჰიბრიდული ავტომანქანები მომავლის ტექნიკაა. სადაა ამდენი ნავთობი კაცო? მზე და მისი ჯანი. როდის ამაზე იყო ლაპარაკი და აჰა, მოდის ამის დროც. ისე პორშე მაგარი კაცი იყო. მარა არ უნდა დაეკიდა რა კაცობრიობა. რა ვქნათ, სულელია ეს კაცობრიობა და რა მაგის ბრალია? 🙂

დატოვე კომენტარი